ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპი საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და პოლიტიკურად უნდა გამოვკეტოთ

“ტრამპი პოლიტიკურად უნდა გამოვკეტოთ”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, დონალდ ტრამპი საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და ამიტომ „პოლიტიკურად უნდა გამოიკეტოს.“ ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ნიუ ჰემპშირის საარჩევნო შტაბში, დემოკრატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

“უნდა გამოვკეტოთ. პოლიტიკურად უნდა დავამწყვდიოთ. უნდა გამოვკეტოთ. ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ”, – აღნიშნა ბაიდენმა.

ასევე იხილეთ