ვოლოდიმირ ზელენსკი: ენერგეტიკულ ობიექტებზე საჰაერო თავდასხმების ორმხრივმა შეწყვეტამ, შესაძლოა, ომის ცხელი ფაზა დაასრულოს

“ენერგეტიკულ ობიექტებზე საჰაერო თავდასხმების ორმხრივმა შეწყვეტამ, შესაძლოა, ომის ცხელი ფაზა დაასრულოს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “ფაინენშალ თაიმსთან” ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებსა და სატვირთო გემებზე საჰაერო თავდასხმების შეწყვეტამ, შესაძლოა, გზა გაუხსნას მოლაპარაკებებს.

“ენერგეტიკასა და ნაოსნობის თავისუფლებას როდესაც ეხება საქმე, ამ საკითხებში შედეგის მიღწევა იქნებოდა სიგნალი იმისა, რომ რუსეთი, შესაძლოა, მზად არის ომის დასასრულებლად”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ მოსკოვი და კიევი ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტაზე შეთანხმდებიან, ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი კონფლიქტის დეესკალაციისკენ.

“პირველი სამიტის დროს დავინახეთ, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვესხმით თავს მათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, ისინი არ ესხმიან თავს ჩვენსას. შეიძლება, ამან გამოიწვიოს ომის ცხელი ფაზის დასრულება? ვფიქრობ, რომ შეიძლება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ