უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 57 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 57 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 81 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 57 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის, ნიკოლაევის, ვინიცას, სუმის, ჩერკასის, ხმელნიცკის, ტერნოპილის, კიროვოგრადის, კიევის, პოლტავის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქებში ჩამოაგდეს.

„15 რუსული დრონი გაუჩინარდა. უკრაინის საჰაერო სივრცეში მტრის 9 დრონი რჩება. საბრძოლო სამუშაოები გრძელდება“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

ასევე, რუსულმა ძალებმა შავი ზღვიდან ოდესის ოლქის მიმართულებით Х-31-ის ტიპის მართვადი რაკეტა გაუშვეს.

ასევე იხილეთ