შალვა პაპუაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ არჩევანის მეორე მხარეს დგას ხალხი, რომლის დაპირებაც არის, რომ ჩამოაყალიბებენ მარიონეტულ ხელისუფლებას და იმოქმედებენ უცხო ქვეყნის დაკვეთით

“სინამდვილეში ეს ე.წ. ტექნიკური მთავრობა ოპოზიციისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, უბრალოდ ვერ ბედავენ ამის თქმას ქართველი ხალისთვის, რადგან ამ მომენტში მათი ამომრჩევლებიც მიხვდებიან რა აჯაფსანდალთან აქვთ საქმე”,  – განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ არჩევანის მეორე მხარეს დგას ხალხი, რომლის დაპირებაც არის, რომ ჩამოაყალიბებენ მარიონეტულ ხელისუფლებას და იმოქმედებენ უცხო ქვეყნის დაკვეთით.

“ჩვენ ოპოზიციის სახით გვაქვს აჯაფსანდალი, რომლებსაც იმის თავიც კი არ აქვთ, რომ მთავრობა დააკომპლექტონ ისე, როგორც ამომრჩეველი ეტყვით. ეს მიტომ, რომ ისინი საბოლოო ჯამში არიან მარიონეტები და მოქმედებენ ისე, როგორც მარიონეტები, მითითებების საფუძველზე. წარმოიდგინეთ, პარტიები არიან, ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობენ, მათი მიზანია გაიმარჯვონ და ჰქონდეთ მხარდაჭერა და იმასაც კი ვერ ბედავენ, რომ თქვან ვინ არის მათი მთავრობის შემადგენლობა, ვინაიდან დამოკიდებულები არიან მიღებულ ინსტრუქციებზე. ეს ინსტრუქცია მიღებული აქვთ დიდი ხანია და სინამდვილეში ეს, ე.წ. ტექნიკური მთავრობა მათთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, უბრალოდ ვერ ბედავენ ამის თქმას ქართველი ხალისთვის იმიტომ, რომ ამ მომენტში მათი ამომრჩევლებიც მიხვდებიან რა აჯაფსანდალთან აქვთ საქმე. როგორ შეიძლება ამ ადამიანებს ჩააბარო ერთი იოტაც კი.

ხალხი, რომელიც ამომრჩეველს ეუბნება, რომ მოდის არა იმისთვის, რომ მათი ინტერესი გაატარონ, არამედ ელოდება ინსტრუქციას, რას ეტყვიან გარედან, ვინ იყოს პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და კულტურის მინისტრი. პირველად ხდება ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომ არჩევანის მეორე მხარეს დგას ხალხი, რომლის დაპირებაც არის, რომ ჩამოაყალიბებენ მარიონეტულ ხელისუფლებას და იმოქმედებენ უცხო ქვეყნის დაკვეთით”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ