შალვა პაპუაშვილი სენატორების განცხადებაზე: ვურჩევდი, რომ გაეცნონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთში მოქმედ კანონთან დაკავშირებით და დაივიწყონ ტერმინი „რუსული კანონი“ საქართველოსთან მიმართებაში

“ვურჩევდი, რომ გაეცნონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთში მოქმედ კანონთან დაკავშირებით და დაივიწყონ ტერმინი „რუსული კანონი“ საქართველოსთან მიმართებაში”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, აშშ-ის სენატის რამდენიმე სენატორის განცხადების საპასუხოდ, რომლებიც „ქართველი ხალხის მხარდამჭერ აქტს“ შეუერთდნენ და აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულ პოლიტიკას ახორციელებს.

მისი თქმით, ამ ნარატივს წერტილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაუსვა.

“ეს ცრუ ნარატივი საქართველოსთან მიმართებით, გუშინდელმა გადაწყვეტილების შემდეგ უნდა შეწყდეს. ვინაიდან უკვე სტრასბურგმა ამხილა ყველა ვინც ეს ტერმინი გამოიგონა, რომ ცრუ ნარატივებს ავრცელებენ. მე ველი და სამწუხაროდ ვერ მოვისმინე სურვილი, რომ გამოიძიოს სენატმა 2020 წლის არჩევნებზე პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელების ფაქტი, თუ რა როლი ჰქონდა აშშ-ს ბიუჯეტიდან დაფინანსებულ „ისფედს“ ამაში, რა იყო შეცდომა, რა იყო განზრახვა. გამოიძიონ USAID -ის როლი ამ მთლიან სკანდალში. ვინაიდან ჩვენ ვიცით დოკუმენტურად, რომ USAID -იმ იცოდა „ისფედი“ ავრცელებდა ყალბ მონაცემებს და მალავდა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ