რეზო აიოზბა: ბოლო ამბების მერე, როდესაც „ლელოს’’ მიყოლებით ტოვებენ ჩემი კოლეგები და მეგობრები, მე ვერ დავრჩები ამ მევახშისა და სპეკულიანტის პარტიაში, რომელიც საქართველოს ყიდის

„ლელოს“ კიდევ ერთი წევრი ტოვებს. რეზო აიოზბა გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“ბოლო ამბების მერე, როდესაც „ლელოს’’ მიყოლებით ტოვებენ ჩემი კოლეგები და მეგობრები, მე ვერ დავრჩები ამ მევახშისა და სპეკულიანტის პარტიაში, რომელიც საქართველოს ყიდის ფულის და რაღაც პოლიტიკური იმუნიტეტის გამო, დიდი ხანი რაღაც მუდარებისა და თხოვნების გამო ვიკავებდი თავს, მაგრამ ხალხის გამკოტრებლისა და სახლების წამრთმევი კაცის გვერდით ყოფნა სირცხვილია.

ყველა ჩემს მეგობარს თუ ნათესავს მინდა ვუთხრა არ შემოხაზოთ ეს გამყიდველი პარტია, ხოლო დარჩენილ ადამიანებს პარტიაში მინდა ვუთხრა გააკეთონ სწორი არჩევანი და დროულად მოშორდნენ და არა უთხრან საქართველოს ღალატს მე ვტოვებ ლელოს პარტიის ხელმძღვანელის პოსტს ასევე გავდივარ კოალიცია ძლიერი საქართველოს აჭარის უმაღლეს საბჭოს სიიდან”,  – წერს რეზო აიოზბა.

 

ასევე იხილეთ