მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ხაზარაძე და გახარია ამომრჩეველს ატყუებენ, როდესაც ცდილობენ მათ დარწმუნებას, თითქოს “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებულები არ არიან.
“ეს აგენტურა სააკაშვილის მოკავშირე ხაზარაძისა და მოღალატე გახარიას პარტიებით ცდილობს ჩვენი ხალხის მოტყუებას, თითქოს ისინი არიან სხვა პარტიები და ხალხს მოუწოდებენ, თუ ძველი და ახალი ნაციონალების დაბრუნება არ უნდათ ან „ოცნება“ არ მოსწონთ, ხმა მისცენ თაღლით ხაზარაძესა და მოღალატე გახარიას. ამ დროს ჩვენ ხომ ვიცით, რომ აგენტურა ყველა ერთმანეთში არის აღრეული. ხაზარაძემ ათასობით ჩვენს მოქალაქეს წაართვა სახლები, ხალხს ახრჩობდა მაღალი პროცენტებით და პირდაპირი მნიშვნელობით მაროდიორობდა სააკაშვილის მმართველობის დროს“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი
წყარო: რეზონანსი.