ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიცია რუსთაველზე ზევით-ქვევით ირბენენ და მეტს ვერაფერს იზამენ, რადგან ვაშინგტონს მათთვის არ ეცლება.
“არჩევნების შემდეგ ისეთი არაფერი მოხდება რაც აქამდე არ გვინახავს – უსამშობლო აგენტები იკივლებენ, იწივლებენ, რუსთაველზე ზევით-ქვევით ირბენენ და მეტს ვერაფერს იზამენ, რადგან არაფრის თავი აღარ აქვთ! მევახშე ხაზარაძეს რევოლუციის ბელადად რომ დანიშნავ, ხომ ცხადია, რა ჩიტსაც დაიჭერ?! თანაც კოლექტიური ნაცების უცხოელ პარტნიორებს ერთ-ორ კვირაში საქართველოსათვის აღარ ეცლებათ, რადგან 5 ნოემბერს ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება და ისეთი მძიმე ვითარება იქნება, შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირება გარდაუვალი გახდეს”, – აცხადებს გოგა ხაინდრავა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში.