ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ ე.წ. ტექნიკური მთავრობის ინიციატორი, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ნიკა გილაურის დასახელებას აპირებს.
“როგორც ირკვევა, სალომე ზურაბიშვილი აპირებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავისნაირი პოლიტიკური არარაობის, სააკაშვილის მთავრობის პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დაასახელოს. ხომ ხვდებით რა მარაზმშია ეს ქალი და როგორ არიან დეგრადირებული ისინი ვისი დავალებითაც ზურაბიშვილი მოქმედებს? “, – აცხადებს გოგა ხაინდრავა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში.