ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტად კამალა ჰარისის არჩევა იგივე იქნება, საქართველოს პრეზიდენტად ანა წითლიძე ან მეგი გოცირიძე რომ ავირჩიოთ.
“რამდენიმე დღის წინათ „ფოქს ნიუსის“ ეთერში კამა ჰარისის ინტერვიუს ვუსმენდი და გაოგნებული დავრჩი… ეს იყო აბსოლუტური კატასტროფა… ამერიკის პრეზიდენტად კამალა ჰარისის არჩევა იგივე იქნება, საქართველოს პრეზიდენტად ანა წითლიძე ან მეგი გოცირიძე რომ ავირჩიოთ.
კოლექტიურ ნაცების უცხოელ პარტნიორებს ერთ-ორ კვირაში საქართველოსათვის აღარ ეცლებათ, რადგან 5 ნოემბერს ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება და ისეთი მძიმე ვითარება იქნება, შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირება გარდაუვალი გახდეს”, – აცხადებს გოგა ხაინდრავა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში.