leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კირცხალია: 26-ში ქუდზე კაცი გამოვცხადდეთ, რომ ამ უსამშობლოებს ერთხელ და სამუდამოდ გავცეთ ღირსეული პასუხი

“26-ში ქუდზე კაცი გამოვცხადდეთ, რომ ამ უსამშობლოებს ერთხელ და სამუდამოდ გავცეთ ღირსეული პასუხი”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ “ქრონიკასთან” საუბარში.

“მშვიდობის, ღირსების გარეშე ქართველს არ უვლია და არ ივლის. ასე რომ, დღესაც და 26 ოქტომბერსაც იქნება საზოგადოების უმნიშვნელოვანესი და უდიდესი ნაწილის ზეიმი, რომელიც პრაგმატულად, ეროვნულად ფიქრობს. 26-ში ქუდზე კაცი გამოვცხადდეთ, რომ ამ უსამშობლოებს ერთხელ და სამუდამოდ გავცეთ ღირსეული პასუხი”, – აღნიშნა კირცხალიამ.

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. ღონისძიება თავისუფლების მოედანზე 19:00 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ