გენო პეტრიაშვილი: მინდა, ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ შემოგვიერთდნენ, ძალიან მაგარი მსვლელობა გვაქვს, მიხარია, რომ ამდენ მაგარ ქართველთან ერთად ვარ
“მინდა, ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ შემოგვიერთდნენ, ძალიან მაგარი მსვლელობა გვაქვს”, – განუცხადა „ქრონიკას“ „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა გენო პეტრიაშვილმა რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები ასევე გაემართებიან თავისუფლების მოედნისკენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი შეხვედრისთვის.
“ადამიანები, ვინც მშვიდობის, ღირსების და ერთობის მხარეს ვართ, ვისაც მშვიდობა და სტაბილური განვითარება უნდა. მიხარია, რომ ამდენ მაგარ ქართველთან ერთად ვარ. 26 ოქტომბერი ძალიან მნიშვნელოვანი დღეს. კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ ქართველმა ხალხმა, რომ ჩვენ ვირჩევთ ღირსებას, მშვიდობიან მომავალს და სტაბილურ განვითარებას. ამისათვის უნდა გავაფერადოთ 41 – „ქართული ოცნება“, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ და კიდევ განვითარდეს და შევინარჩუნოთ. მსოფლიოს თუ გადავხედავთ, ძალიან დიდი სირთულეებია. ჩვენსა სამეზობლოში, თუნდაც, უკრაინაში რა ხდება, როგორი რთული მდგომარეობაა. არ გვგონია, რომელიმე ქართველს სურდეს, რომ იგივე სცენარი განვითარდეს საქართველოში, სწორედ ამიტომ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი და მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“.
არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას, არც ერთ ოპოზიციას, არც ერთ ჯგუფს არ აქვს უფლება, რომ ჩვენ დაგვაბრუნოს დანაშაულებრივ წარსულში, ომში და იმ უბედურებაში, რაც ხდებოდა რამდენიმე წლის წინ”, – განაცხადა გენო პატრიაშვილმა.