ლაშა ტალახაძე: მჯერა ჩვენი ამომრჩევლის გულისხმიერების და აუცილებლად 26-ში არჩევნებს გამარჯვებით დავასრულებთ

“მჯერა ჩვენი ამომრჩევლის გულისხმიერების და აუცილებლად 26-ში არჩევნებს გამარჯვებით დავასრულებთ იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა მრავალგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის წევრმა ლაშა ტალახაძემ.

“ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა აქ მოსულ თითოეულ მხარდამჭერს. ძალიან ბევრნი ვართ, რაც ძალიან მიხარია და 26-ში ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ. მჯერა ჩვენი ამომრჩევლის გულისხმიერების და აუცილებლად, 26-ში არჩევნებს გამარჯვებით დავასრულებთ იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომელიც შეინარჩუნებს მშვიდობას, ერთობას და აუცილებლად ვივლით წინ ერთობისკენ”, – აღნიშნა ტალახაძემ.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დედაქალაქში ორ ადგილას იკრიბებიან, ბარათაშვილის ხიდსა და რესპუბლიკისი მოედანზე, საიდანაც მსვლელობით ისინი თავისუფლების მოედნისკენ დაიძვრებიან.

ასევე იხილეთ