“ჩემი აქ დგომის მიზეზი არის ის, რომ მე ვიყო ჩემი ქართველი ხალხის გვერდით”, – განაცხადა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა, რომელიც “ქართული ოცნების” მხარდამჭერებთან ერთად ბარათაშვილის ხიდზე იმყოფება.
“ეს არის ის, სადაც მე უნდა ვიყო“ , – აცხადებს ლაშა ბექაური.
მისი თქმით, ეს არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი და ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და სწორ პოზიციაზე დადგეს.