სოზარ სუბარი: თუ არ იქნება მშვიდობა, არ გვექნება საქართველო, ამიტომ მშვიდობის შენარჩუნება არის აუცილებელი და აუცილებელია, რომ ქართველი ხალხი წყვეტდეს საქართველოს ბედს
“თუ არ იქნება მშვიდობა, არ გვექნება საქართველო”, – განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებთან ერთად ბარათაშვილის ხიდიდან მსვლელობაში მონაწილეობს.
“თუ არ იქნება მშვიდობა, არ გვექნება საქართველო, ამიტომ მშვიდობის შენარჩუნება არის აუცილებელი და აუცილებელია, რომ ქართველი ხალხი წყვეტდეს საქართველოს ბედს და არა ქვეყნის გარედან ისინი, ვისაც საქართველო არ აინტერესებს. “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო”, ეს იყო ილია ჭავჭავაძის ლოზუნგი და აი, ამ იდეას, ამ მოწოდებას მივყვებით დღეს.
იმდენი ხალხი, რაც დღეს აქ არის შეკრებილი, არ მახსოვს 2012 წლის შემდეგ. ასეთი ერთსულოვნება ქართველი ხალხის, არ მახსოვს 2012 წლის შემდეგ და ეს იქნება სწორედ ის, რაც გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყნის მტრებზე, ეს იქნება ერთსულოვნება”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.