leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: მომდევნო თვეებში დავიწყებთ არჩევნებისთვის მზადებას და დარწმუნებული ვარ, არც ერთი ადამიანი არ დარჩება, ვინც ჩვენს აქტივში, „ქართული ოცნების“ ოჯახში არ იბრძოლებს

„მომდევნო თვეებში დავიწყებთ არჩევნებისთვის მზადებას და დარწმუნებული ვარ, არც ერთი ადამიანი არ დარჩება, ვინც ჩვენს აქტივში, „ქართული ოცნების“ ოჯახში არ იბრძოლებს, ვინც არ იბრძოლებს საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ზუგდიდში ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ეს შემართება დღეს, ამ შეხვედრაზეც გამოკვეთილად ჩანდა და დიდი მადლობა „ქართული ოცნების“, ამ დიდი ოჯახის თითოეულ წარმომადგენელს აქ, ამ ადგილზე – განსაკუთრებით მეგრელებსა და სვანებს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

 

ასევე იხილეთ