leaderboard_below_slide
left_sabechdi

სახალხო დამცველი ადიგენში მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია

სახალხო დამცველი ადიგენში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა.

საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს 8 მარტს, ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას და განვითარებულ მოვლენებს.

სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა.

სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისის თანამშრომელს კომუნიკაცია ჰქონდა დაპირისპირებაში ჩართულ პირებთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვითარების შესწავლა და ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, რის შემდეგაც, მანდატის ფარგლებში, მოხდება შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნულია სახალხო დამვცელის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაბა ადიგენში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან, სადაც რელიგიური სკოლა ფუნქციონირებს და ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა პარასკევობით ლოცულობს, დაპირისპირება მოხდა.

ასევე იხილეთ