კარლო ალვინო: ხვიჩა კვარაცხელია ახლანდელზე მაღალ ხელფასს იმსახურებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთან, ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასთან ხელშეკრულების განახლების დელიკატურ ისტორიაზე „ნაპოლისთან“ დაახლოებული ჟურნალისტი კარლო ალვინო რადიო Goal Napoli-თან საუბრობს.

მისი აზრით, კვარაცხელია იმაზე მაღალ ხელფასს იმსახურებს, რასაც ამჟამად უხდიან. ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში ექვს მილიონ ევროს გადააჭარბებს, თუმცა გადაწყვეტილება ხვიჩამ უნდა მიიღოს.

„აშკარაა, რომ კვარაცხელია ახლანდელზე მაღალ ხელფასს იმსახურებს. „ნაპოლი“ გონს მხოლოდ ახლა მოეგოა. ქართველ ფეხბურთელს სთავაზობენ იმ პირობებს, რასაც ფეხბურთელი იმსახურებს. ჩემი ინფორმაციით, დღევანდელი შეთავაზება წელიწადში ექვსი მილიონი ევროა ბონუსებით, ამ პირობებზე შეთანხმება კი ადვილად მისაღწევია. ანუ, მთლიანობაში, კვარაცხელია წელიწადში ექვს მილიონ ევროს ბევრად გადააჭარბებს. გადაწყვეტილება ფეხბურთელმა უნდა მიიღოს, მაგრამ კლუბს და მოთამაშის გარემოცვას ოპერაციის წარმატებით დასრულების იმედი აქვთ“, – ამტკიცებს კარლო ალვინო.

წყარო: footballnews.ge

ასევე იხილეთ