leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნანა კაკაბაძე: ერთი ნაცების ქონების „დამბინავებელია“, მეორე – „დროული“ მოღალატე

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრის – ნანა კაკაბაძის აზრით, დღეს ქართული ოპოზიციის ის მხარდამჭერები, რომლებიც ვერ უარყოფენ “ნაცონალური მოძრაობის” მმართველობის დანაშაულებრივ ხასიათს, მიუთითებენ, რომ ოპოზიციაში არიან ის ძალებიც, რომლებსაც არ გააჩნიათ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივ წარსულთან შეხება და თითქოს არასწორია მათი გაიგივება ნაცების დანაშაულებრივ რეჟიმთან. ასეთებად წარმოსახავენ მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს.

“ამ პარტიების შეფასებისას მარტო ის კი არ არის მთავარი, რომ პირველი მათგანი მშვენივრად თანამშრომლობდა ნაცებთან დარეკეტებული ქონებების „დაბინავების“ საქმეში, ხოლო მეორე კარგად შერჩეული „დროული“ ღალატით მაქსიმალურად შეეცადა, რომ ნაცებს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში დახმარებოდა, არამედ ის, რომ ერთიც და მეორეც ღიად აცხადებენ, რომ მზად არიან საჭიროების შემთხვევაში სწორედ „ნაცმოძრაობასთან“ შექმნან კოალიციური მთავრობა, ანუ სულაც არ მიიჩნევენ მათ დანაშაულებრივ და ტოქსიკურ პოლიტიკურ ძალად. მართალია, გახარია ცდილობს მთლად ასე პირდაპირ არ გამოთქვას პრო-ნაცისტური პოზიცია და ხანდახან ამბობს, რომ არც ქოცებთან და არც ნაცებთან არ ითანამშრომლებს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების საკითხში, მაგრამ ფაქტია, რომ გახარიამ ე. წ. „ქართულ ქარტიაზე“ ხელის მოწერით სწორედ ნაცებთან თანამშრომლობაზე აიღო პასუხისმგებლობა და სულაც არ შერცხვენია, რომ პრეზიდენტად წოდებულის წამოწყებულ ანტიკონსტიტუციურ თამაშებში ჩართულიყო”, – წერს ნანა კაკაბაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ასევე იხილეთ