leaderboard_below_slide
left_sabechdi

ალუდა ღუდუშაური: ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს უფლებების დარღვევას – ვაპირებთ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი იმ ბინძური პროპაგანდისგან, რომლის წინაშეც ის დგას

“მე ძალიან კარგად ვიცი, რა არის თუნდაც ერთი ადამიანის ფუნდამენტური უფლების თუნდაც რისკის ქვეშ დაყენება – ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს უფლებების დარღვევას,” – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკაში“ ანტიპროპაგანდისტულ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

ჩვენ ვაპირებთ მკაფიოდ გამიჯვნას – საკითხი, რომელიც ეხება პროპაგანდას, ეს ყოვლად დაუშვებელია და არამც და არამც არ გულისხმობს იმას, რომ ვინმეს უფლება იყოს დარღვეული. მეტსაც გეტყვით – ჩვენ ვაპირებთ, იმ ადამიანების უფლებებიც დავიცვათ, რომლებიც შეიძლება გამოყენებული ან ჩართული იყვნენ ანგაჟირებული, კოლექტიური ნაცმოძრაობის ინტერესების ქვეშ და გამოყენებული იყვნენ ინსტრუმენტებად. უკვე კონკრეტიკაზე როდესაც იქნება საუბარი, კონსტიტუციით გარანტირებული ყველა ფუნდამენტური უფლებები მკაფიოდ იქნება დაცული, მაგრამ ვაპირებთ მკაფიოდ გავმიჯნოთ უფლებების დაცვა ცრუ უფლებებისგან. ასევე ამ ადამიანების გამოყენება არ დავუშვათ პოლიტიკური ან სხვა ნებისმიერი მიზნებისთვის, მაგრამ ამავდროულად ვაპირებთ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი იმ ბინძური პროპაგანდისგან, რომლის წინაშეც ის დგას“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

ასევე იხილეთ