leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნანა კაკაბაძე: რომ არა ნიურნბერგის პროცესი, ნაცისტები გერმანიაშიც დარჩებოდნენ

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე აუცილებლობად მიიჩნევს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებას და ქართული ნიურნბერგის პროცესის მოწყობას, რათა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქართული პოლიტიკური ველიდან გაქრეს.

ნანა კაკაბაძის აზრით, რომ არა გერმანელი ფაშისტების მიმართ თავის დროზე ჩატარებული ნიურნბერგის პროცესი, ნაცისტურ პარტიას გერმანიაშიც დარჩებოდა სოლიდური რაოდენობის მომხრეები და შეიძლება ის დღესაც გერმანიის პოლიტიკური ცხოვრების აქტიური მონაწილე ყოფილიყო. მოკლე პერიოდში, გერმანიის გათავისუფლება ნაცისტური იდეოლოგიისგან, შეიძლება აიხსნას მხოლოდ იმ გარემოებით, ფაშიზმის მომხრეებს და მიმდევრებს არ დაუტოვეს ამ პარტიის რეანიმირებისა და ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა.

მისივე თქმით, ამიტომაც, ფაშიზმის განადგურებიდან გასული თითქმის 80 წლის შემდეგაც დევნიან იმ ფაშისტ დამნაშავეებს, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ასეთი სახის დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნიათ.

„ბიძინა ივანიშვილს ხშირად საყვედურობდნენ, რომ მან „ნაცმოძრაობა“ სპეციალურად შეინარჩუნა, რათა ამ კომპრომეტირებული პოლიტიკური პარტიის ფონზე, ხალხს უფრო გაადვილებოდა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა. თავის მხრივ, ოცნების ლიდერები აპელირებდნენ იმაზე, რომ დასავლეთმა არ მისცა მათ თავის დროზე ნაცების გასამართლების საშუალება. ძნელია დაზუსტებით ამტკიცო, რომელი ვერსიაა სწორი, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკურ ველზე ნაცების პარტიის დატოვებამ გამოიწვია მათთვის მხარდამჭერების შენარჩუნება და გასული 12 წლის მანძილზე ვერ მოხდა ამ პარტიის ჩანაცვლება ცივილიზებული, ქვეყანაზე მზრუნველი პოლიტიკური ძალით“, – წერს ნანა კაკაბაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ასევე იხილეთ