leaderboard_below_slide
left_sabechdi

ალექსანდრე ახალკაცი: სტუდენტებსა და ლექტორებსაც კი სცემდნენ, მუქარის წერილებს წერდნენ

ალექსანდრე ახალკაცი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში იხსენებს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდს:

როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის უფასო განყოფილებაზე ჩავაბარე, მალევე გავაცნობიერე, რომ ჩემს საოცნებო უნივერსიტეტში რეჟიმი მძვინვარებდა. გვირიგებდნენ დროშებს, გვავალდებულებდნენ აქციებზე სიარულსა და სააკაშვილის ძახილს. თუ არ წავიდოდით, თვითმმართველობის მაშინდელი ხელმძღვანელი ავალიანი მუქარის შემცველ წერილებს გვწერდა… სტუდენტებსა და იმ ლექტორებსაც კი სცემდნენ, ვინც თავისუფალი აზრის გამოხატვას შეეცდებოდა. მე რამდენიმე სტუდენტთან ერთად ამის წინააღმდეგ წავედი. ერთი წლისთავზე კონკრეტულად დამისვეს საკითხი, რომ სწავლა შემეწყვიტა. რა თქმა უნდა, მათი ბრძანების შესაბამისად არ მოვიქეცი და დამაკავეს. ეს ის პერიოდია, როდესაც ნოემბრის ცნობილი მოვლენები მწიფდებოდა და რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენი აქტიურობა თვალში საცემი იყო.

ოფიციალურ მიზეზად ვიღაც გოგონასთვის ტელეფონის წართმევა დაასახელეს. ყველაზე დიდი ცინიზმი ის იყო, რომ ძარცვის დღეს ის თარიღი ჩაწერეს, როცა მარჯანიშვილის თეატრში საუკეთესო მოთხრობისთვის დამაჯილდოვეს.

ასევე იხილეთ