კვარამ თოფურია ბრძოლის წინ გაამხნევა – “რა ყურადღებიანი ხარ, გენაცვალე მაგ ადამიანობაში”

“ნაპოლის” ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ილია თოფურიას UFC-ში საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლის წინ ამხნევებს და  სოციალურ ქსელ ფეისბუქში ერთობლივ ფოტოსა და სტატუსს აქვეყნებს.

“მინდა წარმატებები ვუსურვო ილია თოფურიას მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ საჩემპიონო ქამრის დასაცავ ბრძოლაში! მჯერა და დარწმუნებული ვარ, ილია კიდევ ერთ საოცარ ბრძოლას გვაჩვენებს და გაიმარჯვებს!”, – წერს ხვიჩა კვარაცხელია.

მის სტატუსს მოჰყვა ქართველი გულშემატკივრების კომენტარები, სადაც უცხოეთში მოღვაწე ორივე ქართველ სპორტსმენს დადებით ემოციებს უზიარებენ:

“წარმატებები თქვენ და ყველას, ვინც ჩვენს სამშობლოს ასახელებს!”
“ილია მაგარო წარმატებები. ჩვენ გვჯერა თქვენი ბიჭებო!”
“მაქსიმუმ 2 რაუნდი გაუძლოს ჰოლოუეიმ ილიას, კვარა შენ ბარსაში გელოდებით ან სიტიში”.
“წარმატებები უკარგესო ქართველებო, გაიხარეთ თქვენ”.
“რა ყურადღებიანი ხარ, გენაცვალე მაგ ადამიანობაში. წარმატებები ილიას”.
“წარმატებები ილიას, წარმატებები შენ ხვიჩა, ყველგან და ყოველთვის”.

აღსანიშნავია, რომ ილია თოფურია 26 ოქტომბერს UFC-ში საჩემპიონო ქამარს მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცავს.

ასევე იხილეთ