ექსპრეზიდენტ სააკაშვილის რეპრესიების ერთ-ერთი მსხვერპლი – ალექსანდრე ახალკაცი მზადყოფნას გამოთქვამს მოწმედ გამოვიდეს იმ სასამართლო პროცესზე, რომელზეც „ნაციონალურ მოძრაობას” გაასამართლებენ.
„მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როცა „ქართული ნიურნბერგის პროცესი“ გაიმართება და ფილმ „ჰეროკრატიაში“ გოგა ხაინდრავას წინასწარმეტყველება ახდება! გპირდებით, ამ ისტორიულ პროცესზე ერთ-ერთი ცოცხალი მოწმე მეც ვიქნები და რეჟიმის ნამდვილ სახეს ბოლომდე გავაშიშვლებ“, – აცხადებს ალექსანდრე ახალკაცი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
იგი თსუ-ს პირველი კურსის სტუდენტი იყო, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა ციხეში გამოამწყვდია და გვამზე მიაბა.
„თუ ევროპა არის ადამიანის წამება, ხალხის გატყავება, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ. მინდა იმ ხალხს ვუთხრა, ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობს დაუჭიროს თუ არა მხარი ნაციონალებს. ყველა, ვინც ამ მწამებლებს მისცემს ხმას, არის მოღალატე და გამყიდველი. ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს 10 ათასობით რეპრესირებულ ადამიანს და დახოცილ ახალგაზრდებს ქუჩაში!“, – აცხადებს ახალკაცი.