leaderboard_below_slide
left_sabechdi

მარიამ ლაშხი: ადეიშვილი არაევროპული ღირებულებებისა და ქმედებების პირდაპირი გამოხატულებაა – ნამდვილად პარადოქსია, რომ ევროპაში ასეთ შეხვედრებს ვხედავთ

“ეს არის ერთგვარი პარადოქსი, რომ იმ კედლებში, სადაც მართლმსაჯულებაზე, კანონის უზენაესობაზე უნდა იყოს და არის საუბარი, იქ არათუ არ შეესვლება წესით ასეთ ადამიანებს, საერთოდ არ უნდა იყოს მათთან საუბარი ,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა „ქრონიკაში“ ზურაბ ადეიშვილზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ადეიშვილი არაევროპული ღირებულებებისა და ქმედებების პირდაპირი გამოხატულებაა. ნამდვილად პარადოქსია, რომ ევროპაში ასეთ შეხვედრებს ვხედავთ. რა თქმა უნდა, ამაზე დიპლომატიური პასუხი იქნება გასაცემი როგორც გერმანიის, ისე ევროკავშირის მხრიდან. ჩავთვალოთ, რომ ინფორმირებულობის ნაკლებობის თუ სხვა გაპარული შეცდომის ბრალი უნდა იყოს. ასეთი ფაქტები არა მხოლოდ ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, არამედ ეს არის დემოკრატიული პრინციპების და მათი საკუთარი ღირებულებების შეურაცხყოფაცაა“, – აღნიშნა ლაშხმა.

ასევე იხილეთ