leaderboard_below_slide

ოთარ შამუგია: პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ ვიწყებთ წყალსაცავის მშენებლობის საკითხის შესწავლას და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას

“წელს არა მხოლოდ ყურძნის მოსავლის, არამედ სხვა არაერთი კულტურის წარმოების მხრივ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები და მოსავლიანი წელი”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

“თხილი ერთ- ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია ჩვენთვის, რომელშიც რთულია ჩვენი ათი ათასობით ფერმერი. მეორე წელია ჩვენ ვახორციელებთ თხილის ნაწილში ფერმერების მხარდაჭერას. ამ ყველაფერმა უკვე მოგვცა კონკრეტული შედეგი და წელს გვაქვს გაცილებით უკეთესი მაჩვენებლები, როგორც ხარისხობრივად, ისე რაოდენობრივად. წლევანდელ სეზონში 45%-იანი ზრდა გვაქვს თხილის ექსპორტში, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია და ველოდებით, რომ წლის ბოლომდე შევინარჩუნებთ ამ ზრდის ტენდენციას.

მოცვი, რომელიც სრულიად ახალი კულტურაა ჩვენთვის, რამდენიმე წლის წინ საერთოდ არ გვქონდა მოცვის წარმოება და მისი ექსპორტი. წელს უკვე 28 მილიონი დოლარის ექსპორტი გვქონდა მოცვის და მომავალ წლებში გაცილებით უფრო დიდ შედეგებს ველოდებით, ვინაიდან ის ბაღები, რომელიც გაშენდა სახელმწიფოს მხარდაჭერით ფერმერების მიერ, შედის მსხმოიარობაში და მათგან ყოველწლიურად გვექნება მზარდი მოსავალი.

ხორბალი, ქერი, სიმინდი, აქაც გაცილებით უკეთესი მოსავალი გვქონდა წელს. ახალ მიმდინარეობს ვაშლის რეალიზაციის პროცესი, აქაც უკეთესი მოსავალი გვაქვს, ვიდრე გასულ წელს. ყველა მიმართულებით წლევანდელი წელი არის გამორჩეული.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული შედეგები, რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ დარგის აქტიურ მხარდაჭერას და ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მზარდი იქნება. ამაზე მეტყველებს პრემიერის დაპირება, რომელიც საარჩევნო პროგრამის ფარგლებში წარადგინა. საუბარია 3 მილიონი ლარის დაფინანსებაზე სოფლის მეურნეობაში. რა თქმა უნდა ეს ნიშნავს ფერმერების მეტ მხარდაჭერას ყველა მიმართულებაში.

მნიშვნელოვანი გეგმა გვაქვს მელიორაციის მიმართულებით, რადგან სარწყავი წყალი არის უმნიშვნელოვანესი მოსავლიანობისთვის. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ ვიწყებთ წყალსაცავის მშენებლობის საკითხის შესწავლას და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. კახეთში იგეგმება ამ წყალსაცავის აშენება, რომელიც იქნება უმნიშვნელოვანესი პროექტი მთლიანად კახეთის რეგიონისთვის”,  – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

ასევე იხილეთ