leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი კალანდარიშვილი: საარჩევნო ადმინისტრაციის მთელი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ყოველი მომდევნო არჩევნები კიდევ უფრო გაუმჯობესებული, დახვეწილი და განვითარებული იყოს

“არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და ის დემოკრატიის ქვაკუთხედია. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის მთელი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ყოველი მომდევნო არჩევნები კიდევ უფრო გაუმჯობესებული, დახვეწილი და განვითარებული იყოს,” – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„დღეს ამის არაერთი წინაპირობა გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ფართო მასშტაბით გვექნება ტექნოლოგიური ინტერვენცია, რომელიც უზრუნველყოფს გარკვეული წუხილების გადაზღვევას კენჭისყრის დღის პროცესში, სანდოობას, სიზუსტეს, მაღალ საჯაროობასა და გამჭვირვალობას. ჩვენ ამ ფონზე ვხედავთ, ვხედავთ დისკრედიტაციის, ცრუ ინფორმაციების არნახულ შემთხვევებს, რომელიც არის მცდელობა გადაიფაროს ის პროგრესული საქმიანობა, რომელიც დღეს ინსტიტუციას აქვს. ასევე მოხდეს ცესკოს თავმჯდომარის დისკრედიტაცია. თუ გადავხედავთ წინა არჩევნებს, ცვლილებებს, რომელიც უკავშირდებოდა ცესკოს დაკომპლექტებას, ვნახავთ იმას, რომ ეს ყველაფერი ზუსტად არჩევნების წინ ხდება. მცდელობაა, რომ მოხდეს ჩვენი საქმიანობის აფილირება მმართველ პარტიასთან. მცდელობაა გადაიფაროს ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიქმნას გარკვეული უსაფუძვლო ეჭვები ჩვენი საქმიანობის მიმართ. ამ მიზნით ჩემი ოჯახის ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობაც გამოიყენეს“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

ასევე იხილეთ