leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბელგიის ლტოლვილთა კომისრის ოფისი საქართველოში ცალკეული მედიასაშუალებებისა და პარტიების მიერ მათი სახელით გავრცელებული ყალბი ინფორმაციის გამო სამართლებრივ დავას გეგმავს

ბელგიის ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა გენერალური კომისრის ოფისი საქართველოში ცალკეული მედიასაშუალებებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ, მათი სახელით გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას გეგმავენ.

კერძოდ, 2024 წლის 1 ოქტომბერს, საინფორმაციო სააგენტო „ნეტგაზეთმა”, „ტელეკომპანია პირველმა”, ასევე , პოლიტიკურმა პარტიებმა „დროა” და „გირჩი”, ბელგიის სამეფოს ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა გენერალური კომისრის ოფისის სახელით, არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელეს.

გენერალური კომისრის ოფისი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ CGRS მთლიანად ემიჯნება აღნიშნული წერილის შინაარსს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის გაყალბებულია.

„სოციალურ მედიაში გავრცელდა არასამთავრობო ორგანიზაცია BelGeo-ს პოსტი, რომელიც მოგვიანებით გაზეთმა „ნეტგაზეთმა“ გააზიარა. პოსტში ნათქვამია, რომ CGRS ქართული დიასპორის წარმომადგენლებს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისკენ მოუწოდებს. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. CGRS არასოდეს გაავრცელებს ასეთ ინფორმაციას. პოსტს თან ერთვის წერილი, რომელიც, პოსტის ავტორის მტკიცებით, CGRS-ს ეკუთვნის.

CGRS მთლიანად ემიჯნება აღნიშნული წერილის შინაარსს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წერილი გაყალბებულია. შესაბამისად, CGRS განიხილავს შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღებას”, – ნათქვამია კომისრის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დროამ“ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბელგიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა ბელგიის მიგრაციისა და ლტოლვილების გენერალურ კომისარიატს მიმართეს კითხვით, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ არალეგალი მიგრანტები არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ და საკონსულო აღრიცხვაზე დადგებიან, რაზეც თითქოს ბელგიის სამეფომ უპასუხა, რომ აღრიცხვის პროცესი ფარულია და მათ პრობლემა არ შეექმნებათ.

 

ასევე იხილეთ