leaderboard_below_slide
left_sabechdi

მარიამ ლაშხი: „ვეტინგი“ არა თუ წარუმატებელი რეფორმაა, არამედ ეს არის პირდაპირი ხაზის გაგრძელება, რასაც ადეიშვილთან მივყავართ – „ვეტინგი“ დაიბრენდა ადეიშვილის მოადგილის, წოწორიას მიერ

ვეტინგი“ არა თუ წარუმატებელი რეფორმაა, არამედ ეს არის პირდაპირი ხაზის გაგრძელება, რასაც მივყავართ ადეიშვილთან,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ვეტინგი“ არ არის სტანდარტული ფორმა, როდესაც სასამართლო რეფორმისა და მოსამართლეების მიმართ ხდება „ვეტინგის“ გამოყენება. ძირითადად ტრანზიციული ქვეყნები იყენებენ ამას, როდესაც სასამართლო სისტემა და მოსამართლეები არიან კითხვის ნიშნის ქვეშ. იმის ფონზე, როდესაც შენი სასამართლო სისტემა, კვლევების მიხედვით მოწინავე ადგილზე, „ვეტინგი“ სრულიად არასაჭირო ინსტრუმენტია სასამართლო სისტემასთან მიმართებაში“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

მისი თქმით, „ვეტინგი“ დაიბრენდა ადეიშვილის მოადგილის, წოწორიას მიერ.

„ადეიშვილის მოადგილემ, წოწორიამ „ვეტინგი“ განახორციელა უკრაინაში, ალბანეთსა და მოლდოვაში. ძირითადად, ამ ინსტრუმენტს იყენებდნენ იმისთვის, რომ სასამართლო ხელში ჩაეგდოთ. 2012 წლიდან მოყოლებული, არაერთი მცდელობა ვნახეთ, როგორ ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოება, რომ სასამართლო სისტემა ხელში ჩაეგდოთ. როდესაც არცერთი მცდელობა არ გამოუვიდათ, სტრასბურგის გადაწყვეტილებებიდან და საერთაშორისო შეფასებებიდან გამომდინარე, ახლა მიმართეს ამ ხერხს, რომელიც ვითომდა სხვა ქვეყანაში კარგად მუშაობს და მოჰყავთ მაგალითები. მაგრამ, ვინც არ იცის „ვეტინგი“ როგორ ხორციელდება ალბანეთში, შეიძლება ბრმად მიყვეს და დაუჯეროს. ჩვენ ვხედავთ, რა გამოწვევების წინაშეა ალბანეთი სწორედ ამ ინსტრუმენტის გამოყენებით, თუმცა აქაც ხაზი უნდა გაესვას – ვისი ხელით, ვისი ინტერესით ხდება ამ ინსტრუმენტის გამოყენება“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

ასევე იხილეთ