leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: არაერთი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა პრემიერი, მაშინ პარტიის თავმჯდომარე და ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, სადაც პირდაპირ მიდიოდა ხელების გადაგრეხის მცდელობა, რომ ქვეყანას გაეხსნა მეორე ფრონტი

“პრემიერ-მინისტრის კაბინეტში არაერთი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი, მაშინ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, სადაც პირდაპირ მიდიოდა ხელების გადაგრეხის მცდელობა, შანტაჟი, მუქარა, რომ ქვეყანას გაეხსნა მეორე ფრონტი – შევსულიყავით სამაჩაბლოსა და აფხაზეთში”, – განაცხადა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში

“კითხვა დაისვა, რომ ვთქვათ ჩვენ წამოვედით და თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენი შესაძლებლობებით რამდენი ხანი შეიძლება გავძლოთ?! მერე რას ვშვრებით, გვეხმარებით და შემოდიხართ ამ პროცესებში?! იქიდან პასუხი იყო საოცარი – პარტიზანულ ომზე უნდა გადახვიდეთო. ომამდე ხომ არ იყო ეს ვითარება?! როდესაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი ჩვენგან მეორე ფრონტთან დაკავშირებით უარი მიიღეს და რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა. წამოვიდა შემოტევები, მუქარები სანქციებთან დაკავშირებით.

ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა და არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა და მივერთებოდით სანქციებს დღეს წარმოგიდგენიათ ეკონომიკურად სად ვიქნებოდით?! ჩამოგვექცეოდა ყველაფერი. დააზიანებდა გლეხს, მცირე და საშუალო ბიზნეს. ეკონომიკა არ გვექნებოდა. აი სწორედ ეს უნდოდათ, რომ მერე ხალხი ხელისუფლებას დაჰპირისპირებოდა”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ