leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: 2%-იანი პარტიები არიან, ბარიერის გადალახვის საშუალება არ აქვთ და რა ტექნიკურ მთავრობაზე ლაპარაკობენ – 26 ოქტომბერს მათ ქართველი ხალხი ტექნიკურად გაისტუმრებს

“2%-იანი პარტიები არიან, ბარიერის გადალახვის საშუალება არ აქვთ და რა ტექნიკურ მთავრობაზე ლაპარაკობენ?! ტექნიკურად მაგათ გაისტუმრებს ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს”, – განაცხადა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

“26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და მათ ძალიან ტექნიკურად გაუშვებს პოლიტიკურ სანაგვეზე”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის წევრებს არჩევს. სქემა კი, მისივე თქმით, უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებულია. ერთ-ერთი ვერსიით, რადიკალური ოპოზიცია არჩევნების არაღიარებისთვის ემზადება და ისინი ლეგიტიმურად სწორედ ტექნიკურ მთავრობას გამოაცხადებენ.

ასევე იხილეთ