“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მამუკა მდინარაძე ოპონენტებს მოუწოდებს, დაასახელონ კონკრეტულად რომელ პოლიტიკურ ლიდერს განიხილავენ, როგორც პროევროპელ პოლიტიკოსად, მაშინ როდესაც საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ მხარი ევროპას დაუჭირონ.
“ღიად რომ ვერ ბედავენ ნაცების მხარდაჭერას და ხალხს ეუბნებიან, ევროპას დაუჭირეთ მხარიო, გაბედონ, კონკრეტულადაც თქვან, ვინაა ევროპა, სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე თუ გახარია, თორემ გაძვრა ამასობაში პაატა დავითაია”, – წერს მდინარაძე.