top_leaderboard

გიორგი აბაშიშვილი: თუ ზოგადად ვილაპარაკებთ, 2012 წელთან შედარებით, გაიზარდა თუ არა ფასები სხვა ქვეყნებში, დიახ, ყველა ქვეყანაში, რომელსაც ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ფასები აუცილებლად გაიზრდებოდა

“როდესაც ასეთი ტიპის დისკუსია დაიწყო, აღვნიშნე, რომ ეს იყო დილეტანტურად პროვოცირებული: საუბარი შეეხება შემდეგს – ძირითადი აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ 2012 წელი შედარებულიყო 2024 წელთან ფასების კონტექსტში ისე, რომ არ ყოფილიყო გათვალისწინებული სხვა ტიპის ეკონომიკური მდგენელები, როგორიცაა, მაგალითად, ეკონომიკური ზრდა, დასაქმება და ზოგადად, შემოსავლები ,” – ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ასეთი ტიპის შედარება რომ გავაკეთოთ, ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ პირობითად გავიკვირვოთ, თუ რატომ მიირთმევს 24 წლის ახალგაზრდა უფრო მეტ საკვებს, ვიდრე 12 წლის ბავშვი და არ გავითვალისწინოთ სხვა ფაქტორები, რომ ეს ბავშვი გაიზარდა ან 24 წლის ადამიანს შეიძლება საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს, ვიდრე 12 წლის ბავშვს. ასეთივე აბსურდულია ნაწილია, როდესაც პირდაპირ ადარებ 2012 წელს 2024 წელთან. ახლა რა არის ფაქტორები? ერთი ის, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც ამ პერიოდში იყო, რომელსაც მუდმივად თან ახლავს მისი გარკვეული ინფლაციური ფაქტორი. ეს ძალიან ცნობილი ფაქტია ეკონომიკაში. ახლა რომ სკოლის მოსწავლეებს ეკონომიკას ასწავლიან, ეს საკითხები ჩადებულია ამ ნაწილში. მაგალითად, არსებობს ტერმინი – მიზნობრივი ინფლაცია, რომელიც თან ახლავს ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ მიზნობრივი იმიტომ ჰქვია, რომ ლოგიკური ნაწილია. მსოფლიოში ყველა ცენტრალური ბანკი აკვირდება, მის ქვეყანაში როგორია მიზნობრივი ინფლაცია. ანუ, გარკვეულწილად ფასები იზრდება, ფასებს ხომ ვერ ვყინავთ. ეს მიზნობრივი მაჩვენებელი. ეკონომიკურ ზრდას თან სდევს მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. თუ ზოგადად ვილაპარაკებთ, 2012 წელთან შედარებით, გაიზარდა თუ არა ფასები სხვა ქვეყნებში, დიახ, ყველა ქვეყანაში, რომელსაც ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ფასები აუცილებლად გაიზრდებოდა“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

ასევე იხილეთ