სააკაშვილის რეჟიმის პოლიტპატიმარი ალექსანდრე ახალკაცი აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკა თავშესაფრად სჭირდება.
„ვინ აკანონებდა სააკაშვილის წართმეულ ქონებებს, ვინ გაყვლიფა და გამოყარა სახლებიდან ხალხი? დიახ, ხაზარაძემაც გაყიდა ეს ქვეყანა, როგორც შეეძლო. დღეს მხოლოდ იმიტომ აფარებს პოლიტიკას თავს, რომ ციხეში არ მოხვდეს!
გახარიაც ტიპური მოღალატეა! მან კონსტიტუცია დაარღვია, როცა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე უარი თქვა და ყველაზე რთულ მომენტში დატოვა „ქართული ოცნება“! ვფიქრობ, ნაციონალების გეგმის ნაწილი იყო ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრაც!“, – განაცხადა ახალკაცმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
მისი აზრით, ადამიანები, რომლებიც ამ არჩევნებში ხმას რადიკალურ ოპოზიციას მისცემენ, უნდა იცოდნენ რომ მწამებლებსა და რევანშისტებს აძლევენ ხმას.