შეფიცულთა რაზმის წევრის – ალექსანდრე სულხანიშვილისა და ზვიად გამსახურდიას შეხვედრა

 

ისტორიული კადრები – ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლის, შეფიცულთა რაზმის წევრის – ალექსანდრე სულხანიშვილისა და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შეხვედრა.

შეფიცულთა რაზმის უკანასკნელი მოჰიკანის ალექსანდრე სულხანიშვილი ემიგრაციიდან საქართველოში 1990 წლის 19 ოქტომბერს, 94 წლის ასაკში დაბრუნდა. სამშობლოში მხოლოდ 18 დღე იცოცხლა. სწორედ ამ პერიოდში მოინახულა ის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ თავის მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდიასთან ერთად.

ვიდეოში ჩანს ხელით შეკერილი, ჟორდანიას მთავრობის დროინდელი საქართველოს სამფერი დროშა, რომელიც სულხანიშვილმა ემიგრაციიდან ჩამოიტანა. მან ასევე ჩამოიტანა საქართველოს მიწა, რომელსაც ემიგრაციაში ინახავდა და რომელიც გარდაცვალების შემდეგ გულზე დააყარეს. მასთან ინახებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხმალ-სატევარი, 1989 წელს ის საქართველოს დაუბრუნა.

ასევე იხილეთ