დავით ჩიხელიძე: დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ კენჭისყრის დღეს ოპოზიცია პროვოკაციების კასკადს შემოგვთავაზებს, ოპოზიციის ლიდერების პირდაპირი დავალებაა, რომ საოლქო და საუბნო კომისიის წევრებმა ყველაფერი გააკეთონ, რათა უბნის დონეზე სამუშაოების გარკვეულ შეფერხებას ჰქონდეს ადგილი

“დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ კენჭისყრის დღეს ოპოზიცია პროვოკაციების კასკადს შემოგვთავაზებს, ოპოზიციის ლიდერების პირდაპირი დავალებაა, რომ საოლქო და საუბნო კომისიის წევრებმა ყველაფერი გააკეთონ რათა უბნის დონეზე სამუშაოების გარკვეულ შეფერხებას ჰქონდეს ადგილი, მაგალითად ოპოზიცია გეგმავს, რომ პარტიული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან, მასიურად მოხდეს მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე უარის თქმა, დაიწეროს რაოდენობრივად ბევრი საჩივარი, მნიშვნელობა არ აქვს შინაარს მთავარია დიდი რაოდენობა იყოს!”, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, რომელიც აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ არჩევნების დღეს დაგეგმილ პროვოკაციებზე ინფორმაციას ფლობს.

მისი განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტებს ათობით პროვოკაცია აქვთ დაგეგმილი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის და არჩევნების დისკრედიტაციის მიზნით. ამასთან, ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია იდეის დონეზე განიხილავს ხმის მთვლელი და ვერიფიკაციის აპარატების დაზიანებასაც.

“არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, მსურს საზოგადოებას ოპოზიციის მიერ დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ ვესაუბრო. დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ კენჭისყრის დღეს ოპოზიცია პროვოკაციების კასკადს შემოგვთავაზებს, ოპოზიციის ლიდერების პირდაპირი დავალებაა, რომ საოლქო და საუბნო კომისიის წევრებმა ყველაფერი გააკეთონ რათა უბნის დონეზე სამუშაოების გარკვეულ შეფერხებას ჰქონდეს ადგილი, მაგალითად ოპოზიცია გეგმავს, რომ პარტიული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან, მასიურად მოხდეს მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე უარის თქმა, დაიწეროს რაოდენობრივად ბევრი საჩივარი, მნიშვნელობა არ აქვს შინაარს მთავარია დიდი რაოდენობა იყოს! ხელოვნური რიგების და მსგავსი წვრილი პროვოკაციების შესახებ ბევრს არ ვისაუბრებ, იდეის დონეზე ასევე განიხილება ხმის მთვლელი და ვერიფიკაციის აპარატების დაზიანება, რაც გამაოგნებელი და აღმაშფოთებელი განზრახვაა. ოპოზიციას არსენალში ათობით პროვოკაცია აქვს, მათ შორის ფეიკ ფოტოების შექმნა, გავრცელება და ა.შ. ოპოზიციის მხრიდან დაგეგმილი პროვოკაციები მიზანს, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია წარმოადგენს. იცით ეს ადამიანები (ოპოზიცია) რატომ არის არასწორი და უპრინციპო ადამიანთა ერთობა? სულ რამდენიმე წლის წინ, მათი ერთადერთი მოთხოვნა ელექტრონული არჩევნების ჩატარება იყო, დღეს ელექტრონული არჩევნები ტარდება, რომლის გაყალბება, მანიპულაცია და ა.შ. თეორიულ დონეზეც კი დაუშვებელია, მაგრამ ახლა ოპოზიცია თავისივე მოთხოვნის უგულებელყოფას და ელექტრონული არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენებას ცდილობს. ლოგიკურია დავსვათ კითხვა, რაში სჭირდება ოპოზიციას პროვოკაციების მოწყობა? პასუხი მარტივია, მათ ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვთ, ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთ გზას რევოლუციაში ხედავენ, რომლის მოწყობას, თავის მხრივ ბინძური პროვოკაციებით ცდილობენ,” – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე იხილეთ