leaderboard_below_slide
left_sabechdi

ალექსანდრე ახალკაცი: ისე მცემეს, აღარ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი მორგში

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმის პოლიტპატიმარი ალექსანდრე ახალკაცი იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც თსუ-ს პირველი კურსის სტუდენტი, აბსურდული ბრალდებით დააპატიმრეს.

„ციხეში ერთ ადამიანს გადავეფარე, რომელსაც ზურგზე ხელების დაწყობა დაავიწყდა. ღმერთმა აცხონოს მისი სული, ისე მცემეს, აღარ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი მორგში. ზუსტად იცოდნენ, რომ ცოცხალი ვიყავი და ჩემს გასატეხად გააკეთეს ეს, თორემ ლამის მკვდარ ადამიანს მკვდარზე არ მიმაბამდნენ. ძნელი სათქმელია რამდენი ხანი დავყავი მორგში. იქ ვერც დღის შუქს ვხედავდი და ნახევარჯერ გონებაც დაკარგული მქონდა, თუმცა, პატიმრების მონაყოლიდან თუ ვივარაუდებთ, სამი-ოთხი დღეის გატარება მომიწია გვამებთან ერთად მორგში.

ხშირად ჩვენს წამებას ციხის უფროსები პირადად ესწრებოდნენ და დღეს ეს ადამიანები ლამობენ ძალაუფლების ხელში აღებას. ამის გაფიქრებაც კი მზარავს! როგორ შეიძლება მათი საერთოდ ხელისუფლებასთან გაკარება? “, – აცხადებს ახალკაცი გაზერთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში.

ასევე იხილეთ