leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: ტიპი კანონმდებლად მუშაობს და იძახის, გამოძიებასთან არ ვითანამშრომლებო… აბა, ამას რა უნდა პარლამენტში? თან გვეხვეწება, კიდე ამირჩიეთო!

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

იაგო გაძუყნეს!

 გირჩუების ოფისში ვიღაცა მისულა, ყველასთვის უგინებია და იაგო კიდე წიხლქვეშ გაუგდია.

მიზეზი?

ვინც იაგო გაძუყნა, მაგისი ძმა დაუხსნია ჯარიდან, რომელიც შემდეგ წასულა ამერიკაში. როგორც ჩანს, იაგომ ჯარიდან დახსნის სანაცვლოდ მნიშვნელოვანი თანხა მიიგდო და ახლა ეს ვიღაცა უკან ითხოვს.

იაგო იძახის, ეს ყველაფერი ქართული ოცნების ბრალიაო.

იცით, რატომ არის იაგოს გაძუყნვა ოცნებისადა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ბრალი?

ესენი წვევამდელებს მამაოებად რომ აკურთხებდნენ და 50-ლარიან ცნობებს ატანდნენ კომისარიატებში, ეგ პონტიგაუუქმეს და ვიღაცები გადახდილი ფულის სანაცვლოდ ვეღარ დაიხსნეს.

ვეღარ იხსნი, ძმაო? დააბრუნე!

 იაგოს გამძუყნავს უთქვამს, თქვენ ჩემი ძმა ეშმაკის გზაზე დააყენეთო. ეტყობა, იმან, ამერიკაში რო წავიდა, გაუბერა და ოჯახში ფულს აღარ აგზავნის.

 იაგო იძახის, გამოძიებასთან არ ვითანამშრომლებო, არც იმ პირს დავასახელებ, ვინც კუდუსუნში პანჩური ამომარტყა და ცხვირი ჩამიმტვრიაო.

 არ დაასახელებს, იქით გამტყუნდება და ამიტომ!

 ტიპი კანონმდებლად მუშაობს და იძახის, გამოძიებასთან არ ვითანამშრომლებო… აბა, ამას რა უნდა პარლამენტში? თან გვეხვეწება, კიდე ამირჩიეთო!

 ფული გაქვს მისატანი, სიმონ?

მიიტანე, შე ჩემა, არ გაოხრია თუ რა არი?! – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ