მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი ზაზა პაპუაშვილი გაზეთ “დაიჯესტთან” ინტერვიუში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით საუბრობს:
თავის დროზე ესენი კი იყვნენ ასაფეთქებლები მაგრამ… რაც შეეხება ამ პერსონას, რომელიც თავის დროზე სულის ამოხდით ემუქრებოდა ქვეყანას, საერთოდ არ მაინტერესებს. ეს თემა საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ კანონი მოვიდეს შესაბამისობაში ჩადენილ დანაშაულთან, თორემ ამ პერსონას ააფეთქებენ თუ ააორთქლებენ, ნაკლებად მაინტერესებს, არ ვმალავ ჩემს გულგრილობას ამ თემის მიმართ. უბრალოდ, რადგან ეს ამბავი მომხდარია, სახელმწიფოსთვის აუცილებელია სამართლებრივად დასრულდეს ეს თემა.
“დაიჯესტის” კითხვაზე, არ გაგიკვირდებათ, თუ ამ საქმეში გამოიკვეთება შიდა დაპირისპირება და ერთმანეთის სასიკვდილოდ გამეტება, პაპუაშვილი აცხადებს:
ესენი ერთმანეთის ცოლების აგორებას, ერთმანეთთან გადამტერებას, ერთმანეთის საწოლებისა და ათასი სიბინძურის გადაღებას არ ერიდებოდნენ. დასანახად ვერ იტანენ ვერც ერთი ერთმანეთს. რასაკვირველია, გაიმეტებენ იმისთვის, რომ რაღაც თემა შექმნან ქვეყანაში. ვის ახსოვს და ვის სჭირდება ვიღაც თარგამაძე? ესენი არიან ინსტრუმენტები იმისთვის, რომ რაღაც გააკეთონ ისეთი, რომ ატყდეს აჟიოტაჟი. თარგამაძის აფეთქება კი არა, აშშ-ს პრეზიდენტს ყოველ კვირაში ერთხელ ესვრიან.