პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი გაზეთ “დაიჯესტთან” 26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის შანსებზე საუბრობს.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის გამარჯვების შანსი ნულის ტოლია.
“მათი შანსი ნულის ტოლია, იმიტომ, რომ ეს ადამიანები არიან უსაქმურები, მუქთა მჭამელები. არა ქვეყნის თავისუფლებისთვის, არამედ ძალაუფლებისთვის მებრძოლები. ესენი არიან დამჟავებული პოლიტიკოსები, რომლებიც ხან აქეთ დახტიან კალიებივით, ხან იქით. ჩამოვასხათ მინის დიდი ქილა და ჩავსვათ შიგ გუბაზი და დავასხათ ბევრი სპირტი, რომ მომავალმა თაობებმა ნახონ ადამიანის დეგრადაცია. ჯერ ვითომ ეროვნული მოძრაობის წევრი იყო, მერე ებრძოდა სააკაშვილს და მას ჯალალ ედ დინს ეძახდა და ახლა, მიაღწია იმას, რომ მისი შვილი ჰყავს ნაცმოძრაობის საარჩევნო პრესსპიკერი. ამაზე მეტი დაცინვა რა გინდა? თვითონ არ ინდობს თავის შვილებს და ჩვენ რა გავაწყოთ? ასეთი ადამიანები არიან ოპოზიციაში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას. მაშინ ბრძნულად მოიქცა ჩვენი პატრიარქი, იმიტომ, რომ ამ აღიარებით ჩვენ მოსკოვის ეპარქიის საქმეებში ჩავერეოდით, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი ავტოკეფალიის გაქრობას მოვაწერდით ხელს. ეს ხალხი გვიკაკუნებს კარზე და თუ კიდევ ამ ხალხს გავუღებთ კარს, სჯობს ლიკვიდაცია გამოვაცხადოთ. მათი შანსია ნული, ისინი ვეღარასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, წავლენ ციხეში და გასამართლდებიან”, – აცხადებს ზაზა პაპუშვილი.
წყარო: გაზეთი “დაიჯესტი”