პარლამენტის ყოფილი წევრი ზაზა პაპუაშვილი გუბაზ სანიკიძეს დეგრადირებულ მედროვედ მიიჩნევს, რადგან ჯერ თითქოს სააკაშვილის რეჟიმს უპირისპირდებოდა, მაგრამ დღეს მისი შვილი ნაცმოძრაობის საარჩევნო პრესსპიკერია.
“ჩამოვასხათ მინის დიდი ქილა და ჩავსვათ შიგ გუბაზი და დავასხათ ბევრი სპირტი, რომ მომავალმა თაობებმა ნახონ ადამიანის დეგრადაცია. ჯერ ვითომ ეროვნული მოძრაობის წევრი იყო, მერე ებრძოდა სააკაშვილს და მას ჯალალ ედ დინს ეძახდა და ახლა, მიაღწია იმას, რომ მისი შვილი ჰყავს ნაცმოძრაობის საარჩევნო პრესსპიკერი. ამაზე მეტი დაცინვა რა გინდა? თვითონ არ ინდობს თავის შვილებს და ჩვენ რა გავაწყოთ? ასეთი ადამიანები არიან ოპოზიციაში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას. ეს ხალხი გვიკაკუნებს კარზე და თუ კიდევ ამ ხალხს გავუღებთ კარს, სჯობს ლიკვიდაცია გამოვაცხადოთ. მათი შანსია ნული, ისინი ვეღარასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში , წავლენ ციხეში და გასამართლდებიან”, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა გაზეთ “დაიჯესტთან” ინტერვიუში.