leaderboard_below_slide
left_sabechdi

კობა კობალაძე: მოქალაქე ვალდებულია გამოხატოს არჩევანი, სახელმწიფომ კი – დაიცვას

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი კობა კობალაძე:

გარკვეული ჯგუფები წინასწარვე აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდება, ანუ, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს არჩევნები, ისინი ამ შედეგებს მაინც არ აღიარებენ…

ეს წინასწარი ისტერიკა, წინასწარი აგრესია მათი გეგმის ნაწილია, მაგრამ ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, რომელიც არ ეგუება და არასოდეს არავისგან შეეგუება ულტიმატუმის ენით საუბარს.

26 ოქტომბერი არის ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისთვის თავისუფალი არჩევანის გამოხატვის დღე, ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ვალდებულება, რომ პირველ რიგში, თავიანთი არჩევანი გამოხატონ. სახელმწიფოს კი აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ მისი მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი დაიცვას. ვინმეს ეს მოსწონს თუ არა, ეს ასე იქნება: სახელმწიფო დაიცავს თავის ნებისმიერი მოქალაქეს და მის მიერ გამოხატულ არჩევანს!

ის რიტორიკა, რითაც გარკვეული წრეები ცდილობენ, დაამუნათონ სახელმწიფო და დააშინონ, რომ მათთვის სასურველი შედეგი თუ არ დადგება, ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგებს, – აბსურდია.

წყარო: გაზეთი „დაიჯესტი“

ასევე იხილეთ