გელა ზედელაშვილი: კეზერაშვილი ქართველი ბიზნესმენია, ხიდაშელი კიდე რუსი! რათა, თქვე შობელძაღლებო, გვარი აქვს საეჭვო თუ სახელი?
ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი გიორგი ვოლსკის შესახებ გასულ სიუჟეტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„გუშინ “დროას” ცხენებმა ვოლსკი გამოიჭირეს!
გუშინ გიორგი ვოლსკი პარლამენტის მიმდებარე ერთ-ერთ კაფეში შეხვედრია ბიზნესმენ დავით ხიდაშელს. ჰელენ (ლაკა) ხოშტარიას შეგირდებს ეს დაუფიქსირებიათ, ტელეფონით გადაუღიათ და ქვეყანა შეუყრიათ, ბატონი ვოლსკი რუს ბიზნესმენებს კონსპირაციულად ხვდებაო. დიახ, კაფეში, სადაც ათასი ვიღაცა დადის, კონსპირაციულად ხვდებაო.
ლაკას შეგირდების მიერ გადაღებულ ვიდეოზე ჭუტლექსაანებში “სკანდალური” სიუჟეტი ააგეს და აი, სწორედ აქ აირივნენ:
იცით, ვოლსკი და ხიდაშელი რაზე მსჯელობდნენო? აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხზეო… გარდა ამისა, იგეგმება აფხაზეთის მარიონეტულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაო.
არ მოუსმენიათ, იქ არ ყოფილან, არ უნახავთ, ყურიც არ მოუკრავთ და მაინც ამტკიცებენ, ვოლკიმ და რუსმა ხიდაშელმა რკინიგზის აღდგენაზე იმსჯელესო… თან მარიონეტულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაც იგეგმებაო.
ბოლოს ისე წავიდა საქმე, ეს უდღეურები თავიანთსავე უნიჭობაში გადაიჩეხნენ: იცით, დავით ხიდაშელი ვინ არისო? არის ის ადამიანი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით ის რუკები, მოიძია, რომლის თანახმადაც გარეჯი საქართველოაო.
ეს კიდევ არაფერიო!
ხიდაშელი აქტიურად მეგობრობს რუსეთის დასანქცირებულ ბიზნესმენთან, ევტუშენკოვთან და რაკი ხიდაშელი ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია, გამოდის, ბიძინა ივანიშვილს აქტიური მეგობრობა აკავშირებს ევტუშენკოვთანო.
კარგად ვერ გაიგეთ, ხომ?
ესე იგი, ხიდაშელი ხომ მეგობრობს ევტუშენკოვთან? მეგობრობს. თავის მხრივ რვტუშენკოვი ხომ მეგობრობს პუტინთან? მეგობრობს. ხიდაშელი ხომ არის ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი? არის. რა არი აქ გაუგებარი? ვოლსკი ფაქტობრივად შეხვდა პუტინს ერთ-ერთ კაფეში და ილაპარაკეს რკინიგზის აღდგენაზე!
“დროას” ცხენი ეკითხება ვოლსკის – ევტუშენკოვის მეგობარს რომ ხვდებით, სირცხვილი არ არისო?
ვოლსკიმ – რაში მაინტერესებს, ვისი მეგობარიაო? არ უთქვამს, შენი “უმფროსი” რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან რომ ფინანსდება და ყაჩაღ კეზერაშვილს ხვდება, სირცხვილი არ არისო? ან კიდე… თქვენ მკვლელებს რომ “აპრავებთ” და მათთან თანამშრომლობთ, სირცხვილი არ არისო?
არ უთხრა!
ან კი რა აზრი ჰქონდა?
არა, ყველაზე მაგარი მაინც ის “კომპრომატი” იყო – ხიდაშელმა ის რუკები მოიძია, რომლის თანახმადაც გარეჯი საქართველოაო.
ჰო, კიდე იმაში დაადანაშაულეს, სახელმწიფომ რაჭის ტყეები აჩუქაო. მე კარგად ვერ ვერკვევი ამ საკითხში, მაგრამ მგონი იჯარით გადასცეს რაღაცა, ყოველ შემთხვევაში, არ უჩუქებიათ.
დავით ხიდაშელი რუსი ბიზნესმენიაო!
აბა, კაცო, კეზერაშვილი ქართველი ბიზნესმენია, ხიდაშელი კიდე რუსი!
რათა, თქვე შობელძაღლებო, გვარი აქვს საეჭვო თუ სახელი? ან იქნებ გვარგადაკეთებულია ზოგიერთი თქვენი “უმფროსივით”?!“ – წერს გელა ზედელაშვილი.