leaderboard_below_slide
left_sabechdi

კობა კობალაძე: ქაოსისა და დესტაბილიზაციის მოწყობის უფლება მათ არ მიეცემათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი კობა კობალაძე აცხადებს, რომ საქართველოში გარეშე ძალების ჩარევით ქაოსისა და დესტაბილიზაციის უფლება არვის აქვს და ნებისმიერი მსგავსი მცდელობა ამაო იქნება.

მისივე თქმით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საქმეში საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს უდიდესი წვლილი მიუძღვით, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ხშირად, უსამართლო აგრესიას იღებენ.

„სამწუხარო ისაა, რომ ჩვენი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები არცთუ იშვიათად ექცევიან უსაფუძვლო და უსამართლო აგრესიის ქვეშ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან. თუმცა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საქმეში, ამ ადამიანებს უდიდესი წვლილი მიუძღვით. ასე, რომ მათ არავისგან ესწავლებათ არც სახელმწიფოს ერთგულება და, არც სამშობლოს სიყვარული. მათ კარგად იციან, როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამიტომ, ნებისმიერი მცდელობა, რომ გარე ფაქტორების გავლენით არიან სახელმწიფო, ან გარე ძალებს მისცენ პირობა, რომ ქაოსსა და დესტაბილიზაციას მოაწყობენ ქვეყანაში, – ამაოა!“, – აცხადებს კობა კობალაძე გაზეთ „დაიჯესტთან“ ინტერვიუში.

ასევე იხილეთ