სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ თუ გაიმარჯვებს, ალბათ, ციხეში ჩამსვამენ

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში დაპატიმრებას ელოდება.

პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვას, რა მოხდება თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ მას იმპიჩმენტის საფუძველზე ალბათ, ციხეში ჩასვამენ.

„ალბათ, იმპიჩმენტი იქნება და ციხეში ჩამსვამენ, თუ ეს მოხდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ხოლო კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს, როგორ დაბალანსდება ურთიერთობა რუსეთსა და დასავლეთს შორის, ან დაუწესდება თუ არა რუსეთს სანქციები, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არასდროს აბალანსებდა დამოკიდებულებას რუსეთსა და დასავლეთს შორის.

„საქართველო შეუერთდა სანქციებს იმ დონეზე, როგორც მოლდოვა, თუმცა არსებობს ნიუანსები. ეს არ არის პრობლემა. საქართველო არასდროს აბალანსებდა დამოკიდებულებას რუსეთსა და დასავლეთს შორის. იყო ერთი ნათელი გზა, რომელსაც მიჰყვებოდა „ქართული ოცნებაც“ მისი მმართველობის დიდი ხნის განმავლობაშიც და ეს იყო ევროპული ინტეგრაციის გზა, რადგან არ არსებობს სხვა ალტერნატივა, სადაც საქართველო იპოვის დამოუკიდებლობას, აყვავებას, მშვიდობას. 90%-ც კი მოსახლეობის, ამას ფიქრობს. ასე უჭერენ მხარს ქართულ გზას. ბოლო 30 წლის განმავლობაში, არაფერმა შეუშალა ხელი მოსახლეობას ამ გზაზე. ეს გზა მოიგებს, რადგან ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე იხილეთ