leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი შარაბიძე: ამ წუთებში საარჩევნო კომისიაში ბოლო სამზადისი მიმდინარეობს, რომ ამომრჩეველს დახვდეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სერვისი

“ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში ხდება შესაბამისი ტექნოლოგიების განლაგება, განთავსება, რომლებსაც პირველად საქართველოში ამომრჩევლის 90% გამოიყენებს და მიიღებს მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრაში”, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ.

“ამ წუთებში ბოლო სამზადისი მიმდინარეობს საარჩევნო კომისიაში, იმისთვის, რომ ამომრჩეველს დახვდეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სერვისი და მათ თავისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენონ დაუბრკოლებლად. ამ წუთებში საუბნო-საარჩევნო კომისიებში ხდება შესაბამისი ტექნოლოგიების განლაგება, განთავსება, რომ ამომრჩეველმა გამოიყენოს ის ტექნოლოგიები, რომლებიც პირველად საქართველოში 90% ამომრჩეველს შეეხება და მიიღებს მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრაში. მინდა ვთხოვო ამომრჩეველს, მიიღონ მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან პროცესში, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის”, – აღნიშნა შარაბიძემ.

ასევე იხილეთ