leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზაზა პაპუაშვილი: გადააყენონ ეს პრეზიდენტი, ყოვლად სამარცხვინო ადამიანი!

საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, მსახიობი ზაზა პაპუაშვილი მხარს უჭერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განმეორებით იმპიჩმენტს.

მისივე თქმით, ის წინასაარჩევნო დაპირებები რაც ამ კამპანიის დროს გასცა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, ქართველმა ხალხმა ყველა ის საკითხი ერთი წლის წინ, 30 აპრილს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გამართული სახალხო მანიფესტის დროს დააყენა.

„რასაც დღეს ბიძინა ივანიშვილი ლაპარაკობს, ქართველმა ხალხმა ეს ერთი წლით ადრე თქვა და ითხოვს ხელისუფლებისგან, რომ გადააყენონ ეს „პრეზიდენტი“, ყოვლად სამარცხვინო ადამიანი, აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა, პასუხი უნდა მოსთხოვონ ნაცმოძრაობას… მაგრამ ეს არის პირველი ეტაპი, თორემ საქმე ბევრია ქვეყანაში გასაკეთებელი. უბრალოდ, ვეღარ მოვიცალეთ იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ ჯანმრთელი კამათი გვქონდეს. არ ცხრება შემოტევები და მუქარა გარედან, ამიტომ ვერ მოვიცალეთ, რომ ქვეყანაში ჯანმრთელი პროცესები წავიდეს“, – აცხადებს ზაზა პაპუაშვილი.

წყარო: გაზეთი „დაიჯესტი“

ასევე იხილეთ