leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოზარ სუბარი: ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ მდიდარ „ენჯეოებს“, პრაქტიკულად არიან აგენტურა და იმართებიან უცხოეთიდან

„ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ მდიდარ „ენჯეოებს“, პრაქტიკულად არიან აგენტურა და იმართებიან უცხოეთიდან”, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილი საარჩევნო სადამკვირვებლო პროცესის ჩვეულებრივი გამყალბებლები არიან.

„მათი ნდობა არის მინიმალური. ისინი შერწყმულნი არიან ქართულ რადიკალურ ოპოზიციასთან. ამის მკაფიო მაგალითები გვაქვს. რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლებს, ბევრი მათგანი არის პოლიტიკოსი და პოლიტიკური მიკერძოებულობის გარკვეული ხარისხი აქვთ, თუმცა ძალიან ბევრი არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და მაღალი პროფესიონალიზმისა და მაღალი ნდობის მქონე ადამიანი. დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ნაწილის შეფასებები იქნება აბსოლუტურად ობიექტური“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე იხილეთ