leaderboard_below_slide
left_sabechdi

მიხეილ ყაველაშვილი: თუ განსხვავებული შეხედულება აქვს სალომე ზურაბიშვილს – გადადგეს, გახდეს პოლიტიკური პარტიის ლიდერი და გააკეთოს ის, რაც უნდა

პარლამენტის წევრი, დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი უცხოური ძალების, რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო გეგმებს ეხმიანება.

„იმდენად უსუსურები არიან, უცხოელების ვერცერთი დაკვეთა ვერ განახორციელეს. ვერაფერი შეასრულეს – ვერც აქციები გამართეს, ვერც გაერთიანდნენ“- აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ რადიკალურ ოპოზიციას საკუთარი პატრონები აღარ ენდობიან და ამიტომ, მათ არ იციან თუ რა უნდა მოიმოქმედონ.

მიხეილ ყაველაშვილმა სალომე ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს და ამით ქართველ ხალხს შეურაცხყოფს. დეპუტატის განმარტებით, თუ სალომე ზურაბიშვილს მმართველი გუნდისგან განსხვავებული შეხედულებები აქვს, მას შეუძლია გადადგეს და პოლიტიკურ პარტიას შეუერთდეს, შემდეგ შესაძლებლობა ექნება გააკეთოს ის, რაც უნდა.

„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ იციან რა უნდა გააკეთონ, თავიანთი პატრონები იმდენად არ ენდობიან, ესენი კი კვლავ ინსტრუქციებს ელოდებიან, რა უნდა მოიმოქმედონ 26 ოქტომბრის მერე. იმდენად უსუსურები არიან, უცხოელების ვერცერთი დაკვეთა ვერ განახორციელეს. ვერაფერი შეასრულეს – ვერც აქციები გამართეს, ვერც გაერთიანდნენ. ჩვენ არასერიოზულად ვუდგებით სალომე ზურაბიშვილს და ასე არ შეიძლება. ის პრეზიდენტად გვყავს არჩეული და პირდაპირ კონსტიტუციას გვირღვევს, საქართველოს შეურაცხყოფს. ფიცი დადო ერისა და ღვთის წინაშე და პირველივე სიტყვები ამ ფიცში არის, რომ ის დაიცავს კონსტიტუციას. მისი პირველი ქმედება უნდა ყოფილიყო კონსტიტუციის დაცვა, მაგრამ ყველას თვალწინ დაარღვია, სახეში გვაფურთხებს, სარწმუნოებასაც გვილახავს და ყველას შეურაცხყოფას გვაყენებს. თუ განსხვავებული შეხედულება აქვს სალომე ზურაბიშვილს – გადადგეს, გახდეს პოლიტიკური პარტიის ლიდერი და გააკეთოს ის, რაც უნდა. როცა ჯერ კიდევ პრეზიდენტი ჰქვია და ეს ფიცი დადებული აქვს, საკუთარი ანტიკონსტიტუციური ქმედებებით ყველას შეურაცხყოფს. ამ პრინციპის დაბრუნება გვინდა და არაფრის დიდებით, აღარავის უნდა მივცეთ სალომე ზურაბიშვილის ქმედებების გამეორების საშუალება. ხალხი მზად არის და ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ.

ზედაპირზეა ეს ყველაფერი, ახლა კიდევ რომ ვისაუბრო და თავიდან დავიწყო უცხოელების, სალომე ზურაბიშვილისა და რადიკალური ოპოზიციის ორმაგი სტანდარტების მხილება, შეურაცხმყოფელი იქნება. ჩვენ ვართ ღირსეული მოქალაქეები, ჩვენს 3000-წლიან ისტორიას იმიტომ ვიშველიებთ ჩვენ, რომ უკან არ ვიხევთ პირიქით, გვაბრაზებს ეს დამოკიდებულება. არ ვიკივლებთ და პანიკას არ მივეცემით, რადგან ჩვენ უკვე ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, რა უნდა დავიცვათ და სიცოცხლესაც მარტივად დავთმობთ. ქართველი კაცის ბუნებაა – როდესაც იცის, რომ სარწმუნოებას, ქვეყნის მთლიანობას, იდენტობას საფრთხე ემუქრება ასე ღიად, სხვა რა გზა აქვს, ის ამას დაიცავს კანონით, ჩვენი პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების დახმარებით. ისინი უმაღლეს დონეზე ასრულებენ საკუთარ მოვალეობას. ყველა ადამიანის, ამომრჩევლის და უბრალო მოქალაქეების ვალია დაიცვას ეს ღირებულებები, ამას გულისხმობდა ჩვენი ყველა შეკრება. ორმაგ სტანდარტებს რაც შეეხება. დღე არ გასულა ბოლო 2 კვირის მანძილზე, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მნიშვნელოვანი დასრულებული პროექტები არ წარედგინა საზოგადოებისთვის. პროექტები, რომლებიც ხვალინდელი დღეა. მის ყველა გამოსვლაში წარმოდგენილია ცხრილი, საერთაშორისო კვლევების მონაცემები, სხვადასხვა მიმართულებით, სადაც საქართველო ლიდერობს და წლიდან წლამდე გაუმჯობესებულია ეს მონაცემები. საშუალოდ 30 000-დან 50 000 ადამიანამდე, ევროპის ჩემპიონატის დროს, 1 კვირა გერმანიაში ცხოვრობდა. ესეც ხომ მეტყველებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე იხილეთ