კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა მსჯავრდებული და ბრალდებული ზურაბ ადეიშვილის გერმანიის ბუნდესტაგში ყოფნასთან დაკავშირებით გერმანიის საელჩოს განცხადებას ეხმიანება.
„გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი, რომ ზურაბ ადეიშვილისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა – გერმანიის საელჩო“
ეტყობა გვამზე მიბმული და გაუპატიურებული პატიმრები უნდა შეეჭამა!
ძვლები კი ბუნდესტაგში წარგვედგინა!“ – წერს ხაინდრავა X–ზე.
არსებული ინფორმაციით, საქართველოში არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული და ბრალდებული, ყოფილი გენერალური პროკურორი – ზურაბ ადეიშვილი 24 თებერვალს გერმანიაში, ბუნდესტაგში იმყოფებოდა.